სიცილიის ნაპირებთან ტურისტული იახტა ჩაიძირა

19 აგვისტო 2024, 14:57 369 ნახვა

სიცილიის ქალაქ პალერმოს ნაპირებთან მაშველები უგზო-უკვლოდ დაკარგულ 6 ადამიანს ეძებენ.   ადგილობრივი მედიის თანახმად,  იალქანი, რომელშიც 22 მგზავრი იმყოფებოდა, ორშაბათს დილით სანაპიროსთან ჩაიძირა.  იტალიის სანაპირო დაცვამ და მაშველებმა  15 ადამიანის მათ შორის ერთი ბავშვის გადარჩენა შეძლეს. მაშველებმა ზღვაში ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს.

ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი 50 მეტრიანი ნავი   ქარიშხლის უეცრად ამოვარდნისა და ზღვაზე ძლიერი ღელვის შედეგად ჩაიძირა.  მგზავრებს შორის იყვნენ ბრიტანეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, ახალი ზელანდიის და შრი-ლანკის მოქალაქეები.  სამაშველო სამსახურის მყვინთავები აგრძელებენ სამძებრო ოპერაციას, რომელიც ახლა სანაპიროდან დაახლოებით 50 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში