„მუსიკა ბათუმიდან“ - რადიო ფესტივალი

20 აგვისტო 2024, 12:42 446 ნახვა

ბათუმში მეოთხე დღეა გრძელდება საავტორო მუსიკის ფესტივალი. დღეს საღამოს 8-ის ნახევრიდან მსმენელის წინაშე ვაჟა და გიორგი ტუღუშები წარსდგებიან.  გუშინ კი ფესტივალის ფარგლებში ჯგუფი „პაპანოსის“ წევრებმა შეასრულეს მუსიკალური ნაწარმოებები.

ასევე ბათუმელმა შემსრულებლებმა ილო შავიშვილმა და პაატა ძიძიგურმა წარადგინეს მუსიკალური პროექტი სახელწოდებით „და სხვა“ . ფესტივალის მთავარი ლოკაცია რადიო აჭარის მიმდებარე ტერიტორიაა. საავტორო მუსიკის საღამოები კონცერტის პარალელურად რადიოს პირდაპირი ეთერით გადაიცემა. პროექტს „მუსიკა ბათუმიდან“ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფინანსებს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში