„მუსიკა ბათუმიდან“-რადიო ფესტივალი დღეს სრულდება

21 აგვისტო 2024, 12:47 357 ნახვა

საავტორო მუსიკის რადიო-ფესტივალი დღეს სრულდება. მსმენელს შესაძლებლობა ექნება მოუსმინოს დამწყებ ბათუმურ ჯგუფ „ლაზაროსს“, ფესტივალის დასკვნით ნაწილში კი თავის კომპოზიციებს შეასრულებს ასევე ბათუმური ჯგუფი „ქეთ ფიში“. ფესტივალის მეოთხე დღეს მსმენელი წინაშე წარსდგნენ  ბათუმელი შემსრულებლები  ვაჟა და გიორგი ტუღუშები.  საავტორო მუსიკის საღამოები კონცერტის პარალელურად რადიოს პირდაპირი ეთერით გადაიცემა. პროექტს მუსიკა ბათუმიდან აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფინანსებს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში