რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინული ძალების წინსვლა გრძელდება

21 აგვისტო 2024, 14:54 403 ნახვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ  გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც  რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინული ჯარების საბრძოლო მოქმედებებია ასახული. გასულ პარასკევს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის არმიის მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ რუსეტის კურსკის რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ მოახსენა.

მისი თქმით, ბრძოლები მალაია ლოკნიას რაიონში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 11,5 კილომეტრში გრძელდება. სირსკიმ იმედი გამოთქვა, რომ  ამ რაიონში  ბრძოლების შედეგად  უკრაინულ ძალებს გაცვლითი ფონდის შესავსებად მეტი რუსი სამხედრო ტყვის აყვანის შესაძლებლობა ექნებათ.  უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქის 93 დასახლებას და 1263 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას აკონტროლებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში