ირანში ავტოავარიამ 28 პაკისტანელი მომლოცველი იმსხვერპლა

21 აგვისტო 2024, 14:56 371 ნახვა
00:00
00:00

ირანში პაკისტანელი მომლოცველების ავტობუსის ავარიის შედეგადაც 28 მგზავრი დაიღუპა და 23  დაშავდა.  ინციდენტი სამშაბათს გვიან, ირანის ცენტრალურ პროვინცია იაზდში მოხდა.  წინასწარი გამოძიების თანახმად, ავტოკატასტროფა  ავტობუსის სამუხრუჭე სისტემის ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა.

მილიონობით შიიტი მუსლიმი ამჟამად ერაყის ქარბალას პროვინციაში  მიემგზავრება არბაინის რიტუალის შესასრულებლად. ღონისძიება  680 წელს მოკლული წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის იმამ ჰუსეინ ბინ ალის ხსოვნას ეძღვნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში