აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას

23 აგვისტო 2024, 11:49 240 ნახვა

უკრაინისთვის 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მზადდება, რომელსაც მას აშშ გადასცემს. პაკეტი საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების საბრძოლო მასალებს, ჯაველინსა და სხვა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მოიცავს.

გამოცემის ცნობით, ოფიციალური პირები ინფორმაციას ანონიმურად ავრცელებენ, რადგან დახმარების პაკეტის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთება უკრაინის დამოუკიდებლობის წინა დღეს არის დაგეგმილი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში