ფიჭვნარში არქეოლოგიური სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

23 აგვისტო 2024, 14:38 306 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით განახლდა საველე არქეოლოგიური სამუშაოები ფიჭვნარის სამაროვნის ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე შესწავლილია ასობით სამარხი, სადაც აღმოჩენილი არტეფაქტები კოლხური და ელინური სამყაროების მჭიდრო ურთიერთობებზე მოგვითხრობს.

მიმდინარე წელს გათხრები ძვ.წ. მე-4 ს კოლხურ და ბერძნულ, აგრეთვე ელინისტურ სამაროვნებს შეისწავლის. დღეისთვის აღმოჩენილია 10-მდე სამარხი და 2 აღაპი. მიმდინარე წელს ამ მიმართულებით სააგენტოს ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 210 000 ლარი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში