„ღამის სერენადები“ ბათუმში

24 აგვისტო 2024, 14:47 304 ნახვა

ღამის სერენადებს ბორჯომის შემდეგ ბათუმმა უმასპინძლა. მსმენელის წინაშე ცნობილი იტალიელი მუსიკოსი წარსდგა. შესრულდა კინომუსიკის შედევრები. ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში რიგით მეორე კონცერტი ბათუმში ხვალ გაიმართება.

ზღვისპირა რეგიონის შემდეგ კი ფესტივალი თბილისში გადაინაცვლებს. ღონისძიება ერთი თვის განმავლობაში შვიდ კონცერტს, ქართველი მხატვრების გამოფენებსა და დარგობრივ მასტერკლასებს აერთიანებს. ფესტივალი 20 სექტემბერს დასრულდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში