რუსეთმა ვორონეჟის რეგიონის ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

24 აგვისტო 2024, 12:36 369 ნახვა

რუსეთმა ვორონეჟის რეგიონის ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ, რეგიონის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი იტყობინება.

გუსევის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რეგიონში უკრაინიდან გამოშვებული ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩამოვარდნილი დრონის ნამსხვრევების შედეგად ხანძარი გაჩნდა.

უსაფრთხოების მიზნით, ოსტროგოჟსკის რაიონის სამი დასახლებიდან 200 ადამიანია ევაკუირებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში