საქართველოს საკონსულო ტრაპიზონში: დაშავებულია როგორც პოლიციელი, ასევე საქართველოს მოქალაქეც

07 აპრილი 2017, 00:00 3586 ნახვა

საქართველო-თურქეთის საზღვართან მომხდარი ფაქტის მოკვლევა უკვე დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.  ჯერ-ჯერობით უწყებაში ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.  

ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოში კი ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ,რომ ინციდენტი მოხდა თურქეთის პოლიციასა და საქართველოს მოქალაქეს შორის. ოჯახის წევრების ინფორმაციით თურქეთის მხარეს, მებაჟეებმა საქართველოს მოქალაქეს სცემეს. აჭარის მაუწყებელთან კომენტარი გააკეთა საკონსულოს კონსულტანტმა გიორგი ყუშიტაშვილმა, რომელიც ამბობს რომ ფაქტის მოკვლევა დაწყებულია და ელოდებიან სამართალდამცავები სტრუქტურებიდან სრულ ინფორმაციას.

"ცემის ფაქტს არ ვადასტურებ,  ვადასტურებ მხოლოდ იმას, რომ მოხდა ინციდენტი და დაშავებულია როგორც პოლიციელი, ასევე საქართველოს მოქალაქეც" - აცხადებს სატელეფონო კომენტარში გიორგი ყუშიტაშვილი.

ამავე კატეგორიაში