უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 115 უკრაინელი სამხედრო დაიბრუნა

24 აგვისტო 2024, 15:58 327 ნახვა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 115 უკრაინელი სამხედრო დაიბრუნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„კიდევ 115 ჩვენი დამცველი დღეს სახლში დაბრუნდა. ეროვნული გვარდიის, შეიარაღებული ძალების, საზღვაო ძალებისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის პრეზიდენტმა გაცვლის პროცესში ჩართულ გუნდს, პარტნიორებსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მადლობა გადაუხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში