უკრაინის დამოუკიდებლობის დღე თბილისში

24 აგვისტო 2024, 19:53 357 ნახვა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში, ტარას შევჩენკოს ძეგლიდან საქართველოს პარლამენტამდე საზეიმო მსვლელობა გაიმართა. მსვლელობაში მონაწილეობდნენ საქართველოში მცხოვრები უკრაინელები.
მათი თქმით, ომში ჩართული უკრაინისთვის მთავარი თავისუფლებისთვის ბრძოლა და გამარჯვებაა.  მსვლელობას შეუერთდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც და უბრალო მოქალაქეები რომლებიც უკრაინას ომში მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში