„ღამის სერენადები“ ბათუმში

25 აგვისტო 2024, 15:11 329 ნახვა

ღამის სერენადები” ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დღეს გაიმართება. კლასიკური მუსიკის მსმენელის წინაშე წარსდგება ვირტუოზი მევიოლინე, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ელვინ ხოჯა განიევი ფესტივალის საბაზო ორკესტრთან „საქართველოს ვირტუოზებთან“ ერთად შეასრულებს ანტონიო ვივალდისა და ასტორ პიაცოლას წელიწადის დროებს.

ზღვისპირა რეგიონის შემდეგ ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი თბილისში გადაინაცვლებს. ღონისძიება ერთი თვის განმავლობაში შვიდ კონცერტს, ქართველი მხატვრების გამოფენებსა და დარგობრივ მასტერკლასებს აერთიანებს. ფესტივალი 20 სექტემბერს დასრულდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში