"მამობამ დიდი ენერგია მომცა და ვფიქრობ, ეს მოედანზეც ვაჩვენე" - ხვიჩა კვარაცხელია

26 აგვისტო 2024, 09:40 740 ნახვა

იტალიის “სერია ა”-ს მეორე ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “ბოლონიას” უმასპინძლა და 3-0 დაამარცხა.

შესანიშნავი მატჩი გამოუვიდა ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. შეხვედრის შემდეგ კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

“მამობამ დიდი ენერგია მომცა და ვფიქრობ, ეს თამაშის დროს მოედანზე ვაჩვენე. დიდი სურვილი მქონდა მოედანზე გავსულიყავი და ჩემი წვლილი შემეტენა გამარჯვებაში, რომ თამაში მოგვეგო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის დიდი სურვილი აქვს ახალი რაღაცების სასწავლად, რომელიც ჩემი განვითარებისთვის სასარგებლო იქნება და კონტესთან მუშაობა რა თქმა უნდა, გარანტიაა. იმედი მაქვს, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ვისიამოვნებთ“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

მომდევნო ტურში ხვიჩას “ნაპოლი” 31 აგვისტოს “პარმასთან” ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში