„ღამის სერენადები“

26 აგვისტო 2024, 11:56 285 ნახვა

“ღამის სერენადები”-ს ბათუმური ნაწილი დასრულდა. კლასიკური მუსიკის მსმენელის წინაშე წარსდგა ვირტუოზი მევიოლინე, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ელვინ ხოჯა განიევი. მევიოლინემ ფესტივალის საბაზო ორკესტრთან „საქართველოს ვირტუოზებთან“ ერთად ანტონიო ვივალდისა და ასტორ პიაცოლას „წელიწადის დროები“ შეასრულა. საღამოზე ექსპრომტად შეასრულეს ნაწარმოებები ლიზა რამიშვილმა და სანდრო ნებიერიძემ, რამაც მაყურებლის  დიდი ოვაციები გამოიწვია.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს დააარსა აფხაზეთში, 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა დროებით არსებობა შეწყვიტა და 2002 წელს, აღდგა „ხელოვნების ზეიმის“ სახელით ქალაქ ბორჯომში, ხოლო 2009 წლიდან დაუბრუნდა შავიზღვისპირეთს - ბათუმს. 2023 წლიდან საფესტივალო ქალაქებს დაემატა ბორჯომი. წელს ფესტივალი აღდგენიდან მე-16-ედ  ტარდება და მას ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში