ხვიჩა კვარაცხელიას პირველი გოლი და საგოლე პასი იტალიის ჩემპიონატში

26 აგვისტო 2024, 11:57 280 ნახვა

იტალიის სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლიმ“ „ბოლონიას“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. პირველი გოლი კვარაცხელიას პასით ჯოვანი დი ლორენცომ გაიტანა. 75-ე წუთზე ხვიჩამ შორეული დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა და გოლი ახალდაბადებულ შვილს, დამიანეს მიუძღვნა.

94-ე წუთზე ჯოვანი სიმეონემ მესამე გოლიც გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ორი ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ პირველი სამი ქულა მოიპოვა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონში პირველი გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

“მამობამ დიდი ენერგია მომცა და ვფიქრობ, ეს თამაშის დროს მოედანზე ვაჩვენე. დიდი სურვილი მქონდა მოედანზე გავსულიყავი და ჩემი წვლილი შემეტენა გამარჯვებაში, რომ თამაში მოგვეგო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - განაცხადა მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ. მომდევნო ტურში “ნაპოლი” 31 აგვისტოს “პარმას” დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში