დაკავება განზრახ მკვლელობის ბრალდებით

26 აგვისტო 2024, 14:53 310 ნახვა

მეზობლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მარტვილში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა.

მიღებული დაზიანებების შედეგად პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში