​ქართველ პარამკლავჭიდელთა ტრიუმფი მსოფლიო ჩემპიონატზე

26 აგვისტო 2024, 14:55 381 ნახვა

საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრების სრული ტრიუმფით დასრულდა მოლდოვას ქალაქ ჩისინაუში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ქალთა და მამაკაცთა შორის. ჩვენმა სპორტსმენებმა საერთო ჯამში 30 ოქროს, 22 ვერცხლისა და 19 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველოს პარამკლავჭიდელთა ეროვნულმა ნაკრებმა კი საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში