საფრანგეთმა "ტელეგრამის" დამფუძნებლის წინასწარი დაკავების ვადა გაახანგრძლივა

26 აგვისტო 2024, 15:24 335 ნახვა

საფრანგეთის სასამართლომ სოციალური პლატფორმა „ტელეგრამის“ დამფუძნებლის, პაველ დუროვის წინასწარი დაკავების ვადა კიდევ 48 საათით გაახანგრძლივა. პაველ დუროვი საფრანგეთის ლე ბურჟეს აეროპორტში 24 აგვისტოს აიყვანეს და დასაკითხად განყოფილებაში გადაიყვანეს.

გამოძიება „ტელეგრამთან“ დაკავშირებით მიმდინარეობს. გამოძიების აზრით, მოდერატორების ნაკლებობისა და სამართალდამცველებთან თანამშრომლობის არარსებობის გამო, პლატფორმა გზას უხსნის კრიმინალურ მოქმედებებს. ასევე, შესაძლო ბრალდებებს შორისაა ტერორიზმი, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, თაღლითობა, ფულის გათეთრება და დანაშაულის დაფარვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში