სოფელ ჩაქვისთავში გორგილაძეების ოჯახს გზის პრობლემა  აქვთ

26 აგვისტო 2024, 19:48 456 ნახვა

სახლამდე მისასვლელი გზის შეკეთებას ითხოვს მარტოხელა კაცი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვისთავში. მალხაზ გორგილაძე, წლებია გზის შეკეთებას ელოდება, თუმცა უშედეგოდ. როგორც თავად აცხადებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანასაც უჭირზე ადგილზე მისვლა, პრობლემა აქვს საკვები პროდუქტების მომარაგების თვალსაზრისითაც.  

მალხაზ გორგილაძის საკითხზე ქობულეთის მერიაში წერილობით გვიპასუხეს, სადაც აღნიშნულია რომ: "მერია ინფორმირებულია და მიმდინარე წელს დაგეგმილია ნაწილობრივ ბეტონის საფარის დაგება გზაზე და ასევე მძიმე ტექნიკის გამოყენებით სანიაღვრე არხის გაწმენდა.

როგორც მერიაში განმარტავენ სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს პერიოდში დაიწყება. რაც შეეხება ფერდსამაგრი კედლის მოწყობას, მერიის ინფორმაციითვე ამ საკითხზეც მიმდინარეობს მუშაობა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში