უკრაინაზე მასირებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა, დაშავებულია 47 ადამიანი

27 აგვისტო 2024, 09:59 226 ნახვა

რუსეთმა უკრაინაზე ღამის განმავლობაში დრონებითა და რაკეტებით მორიგი მასირებული იერიში მიიტანა. საოკუპაციო ძალებმა ბალისტიკური რაკეტით დარტყმა კრივი რიჰში ერთ-ერთ სასტუმროზე განახორციელეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გარდაცვლილია ორი და დაშავებულია ოთხი ადამიანი.

კრივი-რიჰის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ევგენი სიტნიჩენკოს ინფორმაციით, სასტუმროს გარდა, დარტყმის შედეგად დაზიანდა ახლომდებარე სახლები, მაღაზიები, კვების დაწესებულებები და ავტომობილები.

ღამის იერიშის შედეგად მსხვერპლია ზაპოროჟიეშიც. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედროვოის ინფორმაციით, რუსეთის მიერ „შაჰედებით“ თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეში დაიღუპა სამი და დაშავდა ხუთი ადამიანი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 26 აგვისტოს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საჰაერო თავდასხმის 236 საშუალება გაუშვა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 102 რაკეტა და 99 დრონი. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად დაზარალდა უკრაინის 15 ოლქი, მათ შორის ვოლინისზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და ხარკოვის ოლქები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში