სირიაში განხორციელებულ ავიათავდასხმას გაეროში განიხილავენ

07 აპრილი 2017, 00:00 1850 ნახვა

სირიაში განხორციელებულ ავიათავდასხმას გაეროში განიხილავენ. ინიციატივით ორგანიზაციას ბოლივიამ მიმართა. შეერთებული შტატების მიერ ჰამაში განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს მხარდაჭერა გამოუცხადეს დიდმა ბრიტანეთმა, თურქეთმა და ისრაელმა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპის გადაწყვეტილებას ძლიერი და მკაფიო გზავნილი უწოდა. ლონდონში ფაქტს ბარბაროსულ თავდასხმაზე სათანადო პასუხად აფასებენ. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა კი ტრამპის გადაწყვეტილებას ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პროპორციული პასუხი უწოდა და დასძინა, რომ მსოფლიო არ იქნება ტოლერანტული მსგავსი ქმედებების მიმართ

ამავე კატეგორიაში