საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა აბიტურიენტებს

27 აგვისტო 2024, 19:41 316 ნახვა

უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ვულოცავ 32 000-ზე მეტ აბიტურიენტს, რომელთა ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება.

მჯერა, სტუდენტობის პერიოდი თქვენთვის ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და მეგობრების შეძენასთან ერთად, წარმატებული და საინტერესო იქნება.

საუნივერსიტეტო განათლების განვითარება და ახალგაზრდების მაქსიმალური ხელშეწყობა ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტია და მთავრობის სახელით, ამ გზაზე სრულ მხარდაჭერას გპირდებით.

გისურვებთ წარმატებებს და იმ ცოდნის დაუფლებას, რომელიც მოგცემთ საშუალებას, მიაღწიოთ პროფესიულ წარმატებებს და წვლილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში.

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში