რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით მორიგი თავდასხმა განხორციელდა - როსტოვის ოლქში ორი ნავთობბაზა იწვის

28 აგვისტო 2024, 10:25 385 ნახვა

რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით მორიგი თავდასხმა განხორციელდა. როსტოვის ოლქში, ძლიერი აფეთქებების შემდეგ, ნავთობის ორ საცავში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი „როსრეზერვის“ ქარხანა „ატლასის“ ტერიტორიაზეა.

ამასთან, როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეგიონში დრონის თავდასხმა მოხდა. მისი თქმით, წუხელ როსტოვის ოლქში 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში