გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ ფეხბურთელია

28 აგვისტო 2024, 09:58 288 ნახვა

ოფიციალურად გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის” მეკარეა. მერსისაიდელებმა „ვალენსიასთან“ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც მამარდაშვილი 2025-2026 წლების სეზონის დაწყებამდე „ენფილდზე“ გადავა. ინფორმაცია ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

მერსისაიდელებმა 23 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი გააფორმეს, რომლის მიხედვით, ის იჯარის წესით მიმდინარე სეზონის ბოლომდე ესპანეთში დარჩება, მომავალ ზაფხულში კი ,,ლივერპულში“ გადავა. ეს ტრანსფერი ინგლისელებს 35 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში