იაპონიაში ტაიფუნმა მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია

28 აგვისტო 2024, 10:00 682 ნახვა

სტიქია იაპონიაში - ტაიფუნ „შანშანის“ მოახლოებასთან დაკავშირებით ავიაკომპანიებმა და სარკინიგზო ოპერატორებმა დაგეგმილი რეისები გააუქმეს, სააგენტო როიტერის ინფორმაციით, გაცემულია მოქალაქეების ევაკუაციის ბრძანება.

ძლიერმა ტაიფუნმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ამ დრომდე ეძებენ 3 დაკარგულს.

მოსალოდნელია, რომ ტაიფუნი იაპონიის კუნძულ კიუშუს მომდევნო დღეებში დაარტყამს და შაბათ-კვირისთვის კი ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებს, მათ შორის დედაქალაქ ტოკიოს მიუახლოვდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში