დონალდ ტრამპს ხელახლა შემუშავებული საბრალდებო დასკვნა წარუდგინეს

28 აგვისტო 2024, 14:08 296 ნახვა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ხელახლა შემუშავებული საბრალდებო დასკვნა წარუდგინეს. 

მედიის ცნობით, ახალ დასკვნაში ბრალდებების ნაწილი შემსუბუქებულია, თუმცა გამოცემა "როიტერსი" წერს, რომ სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს სასამართლო პროცესის გაგრძელების მცდელობა.

სპეციალური პროკურორის მიერ ტრამპისთვის წაყენებული განახლებული ბრალდება შეიცავს წინა დასკვნით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის ოთხივე ბრალდებას.

„როიტერის“ ცნობით, ახალი ბრალდებიდან ამოღებულია საქმის ის ნაწილი, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტთან ტრამპის ურთიერთობას შეეხება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში