იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

28 აგვისტო 2024, 17:12 441 ნახვა

იუსტიციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და თანამშრომლებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება. იუსტიციის სამინისტრო ატარებს ყველა ღონისძიებას გამოძიების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის.

იუსტიციის სამინისტრო, საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მოუწოდებს ყველას, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში