ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადება

28 აგვისტო 2024, 19:58 282 ნახვა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი აცხადებს, რომ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ავარიის საფრთხე არსებობს. მისი თქმით, კურსკის ქარხნის ატომურ რეაქტორს, ბირთვული ობიექტების უმეტესობისგან განსხვავებით, არ აქვს დამცავი გუმბათი, რაც მის ბირთვს დაუცველს ხდის საარტილერიო ან დრონით დარტყმების მიმართ. რაფაელ გროსიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო რუსეთ-უკრაინის ომში ვერც ერთის მხარეს ვერ დაიჭერს.

ცირა სურმანიძე
საინფორმაციოს პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში