ვიტალი დარასელიას თასის გამარჯვებული ტურნირის „იუვენტუსი“ გახდა

29 აგვისტო 2024, 09:05 330 ნახვა

ვიტალი დარასელიას თასის გამარჯვებული „იუვენტუსის“ აკადემიის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში „ვალენსია“ 1:0 დაამარცხა. „დინამო არენაზე“ გამართული დაპირისპირების ბედი ფაბიო ბადარაუმ გადაწყვიტა, რომელმაც ესპანელებს 39-ე წუთზე გაუტანა.

„იუვენტუსის“ აკადემიის გუნდი ჯგუფში „უოტფორდსა“ და „დინამო თბილისთან“ დამარცხდა, ბოლო ადგილი დაიკავა, მაგრამ ტურნირის დებულებამ თასისთვის ბრძოლის გაგრძელების საშუალება მისცა, იტალიელებმა კი ეს შანსი გამოიყენეს და ტურნირის გამარჯვებულებიც გახდნენ.

მეხუთე ადგილისთვის „ლოკომოტივი“ „გალათასარაის“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში „დინამო თბილისმა“ „უოტფორდთან“ 0:1 წააგო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში