პაველ დუროვს „ტელეგრამში“ დანაშაულებრივი ქმედებების დაშვებისთვის ბრალი წაუყენეს

29 აგვისტო 2024, 10:18 292 ნახვა

ტელეგრამის” შემქმნელ პაველ დუროვს საფრანგეთის სასამართლომ ბრალი შეტყობინებების აპლიკაციაში დანაშაულებრივი ქმედებების დაშვებისთვის წაუყენა. მედიის ინფორმაციით, დუროვი წინასწარი პატიმრობიდან 5 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

დუროვის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები მოიცავს უკანონო ტრანზაქციებში, არასრულწლოვანების პორნოგრაფიული მასალების, შენახვასა და ნარკოტიკებით თანამონაწილეობას.

კრიპტოლოგიური მომსახურების გაწევას, უარს უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნით საჭირო ინფორმაციის ან დოკუმენტების მიწოდებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში