ზუგდიდში, 1700 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება

29 აგვისტო 2024, 13:05 318 ნახვა

ზუგდიდში, 1700 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება.

პროექტის ღირებულება 191 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელ ფართს, ჯამში 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში