დღეს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე სამი ქართველი იასპარეზებს

30 აგვისტო 2024, 10:22 405 ნახვა

პარიზის პარალიმპიური თამაშების მეორე საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის სამი ქართველი პარასპორტსმენი იბრძოლებს.

70კგ.წონით კატეგორიაში პარატაეკვონდოისტი გიორგი ნიკოლაძე იასპარეზებს.

წინასწარი შეხვდრები 12:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათზეა ჩანიშნული.

14:05 საათიდან საქმეში ჩაერთვება პარამძლეოსნი დავით ქავთარაძე, რომელიც შუბის ტყორცნაში გამოდის.

15:30 საათზე კი შეჯიბრება პნევმატური შაშხანიდან სროლაში დაიწყება, სადაც საქართველოს ვლადიმერ ჭინჭარაული წარმოადგენს.

პარალიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და პირველი არხი სპორტი გადმოსცემს.

პირველი საშეჯობრო დღის შემდეგ საქართველოს 1 ბრინჯაოს მედალი აქვს რომელიც პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვა. ამ შედეგით კი საქართველო პარალიმპური თამაშების მონაწილე 169 ქვეყანას შორის 25-ე ადგილზეა.

პარიზში ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში