„ბორჯღალოსნები“ მეტოქეები ნოემბრის ტესტ-მატჩებში ცნობილია

30 აგვისტო 2024, 11:57 330 ნახვა

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ შემოდგომის სერიას 10 ნოემბერს „ბორჯღალოსნები“ ახალი ზელანდიის მეორე გუნდთან, ოლ ბლექსი 15-თან თამაშით გახსნიან. საქართველოს ნაკრები 17 ნოემბერს იტალიას, ხოლო 24 ნოემბერს ტონგას დაუპირისპირდება.

ახალ ზელანდიურ ოლ ბლექსი თხუთმეტს საფრანგეთში, მონპელიეში შევხვდებით. 17 ნოემბერს გენუაში, იტალიას ვეთამაშებით. წლის დასკვნით თამაშს ბორჯღალოსნები თბილისში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამართავენ და 24 ნოემბერს ტონგას უმასპინძლებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში