გიორგი გივიშვილმა ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

30 აგვისტო 2024, 11:58 307 ნახვა

პერუში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის ქართველმა ჯუდოკამ გიორგი გივიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალამდე მან დომინიკელი, ხორვატი, არგენტინელი და ფრანგი მეტოქეები დაამარცხა.
ფინალში გივიშვილის მეტოქე აბდულა პარჩიევი იყო, რომელთანაც ქართველი ფალავანი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა, თუმცა პლანეტის პირველობაზე ქართველმა სრულფასოვანი რევანში აიღო და ჩემპიონი გახდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში