საერთაშორისო ტურნირი მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის

30 აგვისტო 2024, 14:36 692 ნახვა

ბათუმის კორტებზე დაიწყო საერთაშორისო ტურნირი მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის „კა მოტორსის თასი 2024“. ტურნირი როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში ტარდება და მასში 70 სპორტსმენი მონაწილეობს როგორც საქართველოდან, ასევე იაპონიიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და ისრაელიდან.

ასპარეზობა საქართველოს მოყვარულ ჩოგბურთელთა ასოციაციის ორგანიზებით პირველად ტარდება. ორგანიზატორთა განცხადებით, შეჯიბრება ტრადიციული გახდება და მას ყოველწლიურად ბათუმი უმასპინძლებს. გამარჯვებულებს და პრიზიორებს თასებთან და მედლებთან ერთად, ფულადი ჯილდო და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ. ტურნირი კვირას დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში