გრანტის მფლობელ პირველი კურსის სტუდენტებს ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ

31 აგვისტო 2024, 11:46 436 ნახვა

წარმატებულ პირველკურსელებს აჭარის განათლების სამინისტრო ერთჯერადად დააფინანებს, პირველ კურსელთა დაფინანსება მიღებული გრანტის მიხედვით განისაზღვრა. 100%-იანი გრანტის მფლობელი 2 ათას ლარს მიიღებს, ათასი ლარი გადაეცემა  70%-იანი გრანტის მფლობელს,  500 ლარს კი მიიღებს  ის, ვინც ეროვნულ გამოცდებზე  50 %-იანი გრანტი მოიპოვა. პროგრამით სარგებლობისთვის სტუდენტებმა შესაბამისი დოკუმენტაცია აჭარის განათლების სამინისტროში 10 სექტემბრიდან  უნდა წარადგინონ .

ნათია შავაძე
რედაქტორი

ამავე კატეგორიაში