ოკუპანტის იერიში ხარკოვზე - დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

31 აგვისტო 2024, 11:30 314 ნახვა

რუსული ძალების მიერ ხარკოვზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. დაშავებულია 92 ადამიანი, მათ შორის 18 ბავშვია. ოკუპანტი თავს დაესხა ხერსონს, სადაც დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულებები და საცხოვრებელი უბნები. მრავალსართულიან შენობაში ხანძრის გაჩენის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. გვიან ღამით კიევში ჩაირთო საჰაერო განგაში და გააქტიურდა საჰაერო თავდაცვა. რაც შეეხება ოკუპანტის დანაკარგს, მხოლოდ გასული დღე ღამის განმავლობაში 1380 რუსი სამხედრო დაიღუპა. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი   და მოვალეობის შემსრულებლად გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი კრივინოჟკო დანიშნა. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალები სამეთაურო დონეზე უნდა გაძლიერდეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში