ისრაელის ოპერაციის შედეგად „ჰამასის“ ლიდერია ლიკვიდირებული

31 აგვისტო 2024, 11:33 312 ნახვა

დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ოპერაციის მესამე დღეს „ჰამასის“ ლიდერი ვისამ ხაზემი ლიკვიდირებულია. უწყების ინფორმაციით, ჯენინში დაჯგუფების კიდევ ორი მებრძოლი მოკლეს. გავრცელებული განცხადების მიხედვით, იერიში იმ დროს მიიტანეს, როდესაც „ჰამასის“ წევრები გაქცევას ცდილობდნენ. თავის მხრივ, პალესტინის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დასავლეთ სანაპიროზე სულ მცირე  20 პალესტინელი დაიღუპა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში