უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციისათვის უსკოში განაცხადების წარდგენის პროცესი დასრულდა - უსკო

31 აგვისტო 2024, 11:55 344 ნახვა

2024 წლის 26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციისათვის უსკოში განაცხადების წარდგენის პროცესი დასრულდა. ინფორმაციას უსკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, ამ დროისათვის, უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, რეგისტრირებულია 7 პოლიტიკური პარტია, 6 პარტიის დოკუმენტაცია განხილვის პროცესშია, ერთს კი მიეცა ვადა საბუთების სრულყოფისათვის. რეგისტრაციის პროცესი 6 სექტემბერს დასრულდება.

რეგისტრირებული პარტიები:

 

1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კი ევროპას-სტრატეგია აღმაშენებელი“ (შემოკლებული დასახელება: „კი ევროპას“);

 

2. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნა“, საარჩევნო სახელწოდებით: ,,ტრიბუნა’’;

 

3. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ (შემოკლებული დასახელება: მპგ „ქართული ოცნება“) საარჩევნო სახელწოდებით: ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო’’;

 

4. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სახელწოდებით: „გახარია საქართველოსთვის“;

 

5. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ (შემოკლებული დასახელება „გირჩი“) საარჩევნო სახელწოდებით: გირჩი;

 

6. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“, საარჩევნო სახელწოდებით: „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“;

 

7. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ - საარჩევნო სახელწოდება „ევროპელი დემოკრატები“.

 

26 სექტემბრისთვის (ბოლო ვადა) პოლიტიკურმა სუბიექტებმა უსკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინონ პარტიული სიები, რომლის შემდგომაც იწყება პარტიული სიების შემოწმების და შემდეგ, უკვე, აღნიშნული პარტიული სიის რეგისტრაციის პროცესი. პოლიტიკურ პარტიებს შევახსენებთ, რომ პარტიულ სიას უნდა ერთოდეს თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ფოტოსურათი", - აღნიშნულია უსკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში