“სერია A”-ში საბა გოგლიჩიძის დებიუტი შედგა

31 აგვისტო 2024, 23:21 383 ნახვა

იტალიის  “სერია A”-ში 20 წლის ქართველი მცველის საბა გოგლიჩიძის დებიუტი შედგა. 

ქართველმა “ემპოლის” შემადგენლობაში “ბოლონიასთან” 90 წუთი ითამაშა და მაღალი შეფასებაც მიიღო. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.

საბა გოგლიჩიძე გახდა მეშვიდე ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძის, ლევან მჭედლიძის, ხვიჩა კვარაცხელიას, ლუკა ლოჩოშვილის, გიორგი კვერნაძის და საბა საზონოვის შემდეგ, რომელმაც იტალიის მთავარ ლიგაში ითამაშა.

“ემპოლის” სათადარიგო სკამზე იყო საბა საზონოვიც, თუმცა მას მატჩში ჩართვის საშუალება არ მიეცა.

ქართველების გუნდი მომდევნო ტურში “იუვენტუსს” უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში