ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ გვირაბში 6 მძევლის ცხედარი იპოვეს

01 სექტემბერი 2024, 11:46 374 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა რაფაში „ჰამასის“ გვირაბში 6 მძევლის ცხედარი იპოვეს. მათ შორის არის აშშ-ის მოქალაქე, 32 წლის  ჰერ გოლდბერგ-პოლინი. ინფორმაციას შეერთებული შტატების პრეზიდენტიც ადასტურებს. ბაიდენის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი მომხდარით განადგურებული და აღშფოთებულია.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი მძევლები დაჯგუფებამ სავარაუდოდ მათ პოვნამდე 1 ან 2 დღით ადრე მოკლა. ისრაელის მხარემ გვირაბის ჩხრეკა გასულ ღამეს დაიწყო, ცხედრები იდენტიფიკაციისთვის ისრაელში გადაასვენეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში