საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

01 სექტემბერი 2024, 11:58 336 ნახვა

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესის, სრული სამი დატვირთული დღე დასრულდა. პლენუმი სათათბიროდ გავიდა. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დაიწყება თუ არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონისა“ და მისი კონკრეტული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის საქმის არსებითი განხილვა.

გარდა ამისა, მოსარჩელეები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონის და მისი კონკრეტული მუხლების შეჩერებას მოითხოვენ. ამ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. პროცესის ბოლოს მოსამართლეებმა მოისმინეს მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების შემაჯამებელი სიტყვები.

მოსარჩელე მხარე დარწმუნებულია, რომ შეძლეს სასამართლოსთვის დამტკიცება, რომ კანონი კონსტიტუციის 78-ე მუხლს არღვევს. კვლავ ისაუბრეს რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში მოსალოდნელ სტიგმასა და სხვა რისკებზე, რომელიც მათთვის ღირსების შემლახველია.

პროცესი შეაჯამეს მოპასუხეებმაც. მათი აზრით, მოსარჩელეების შფოთვა უსაფუძვლოა და კანონი მხოლოდ შემოსავლების გამჭვირვალობის საკითხზე იქნება მიმართული.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში