ვეუბნები “ჰამასის” ტერორისტებს, რომლებმაც დახოცეს გატაცებულები და მათ ლიდერებს - დაკარგეთ სიცოცხლის უფლება - ბენიამინ ნეთანიაჰუ

01 სექტემბერი 2024, 13:43 285 ნახვა

ისრაელი არ მოისვენებს მანამ, სანამ პასუხს არ აგებინებს მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან ექვსი მძევლის მკვლელობაში, რომელთა ცხედრები ღაზას სექტორში აღმოაჩინეს, - ამის შესახებ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ვეუბნები “ჰამასის” ტერორისტებს, რომლებმაც დახოცეს გატაცებულები და მათ ლიდერებს - დაკარგეთ სიცოცხლის უფლება. არ დავისვენებთ და არ გავჩუმდებით, დაგედევნით, დაგეწევით და ანგარიშს გავასწორებთ თქვენთან“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

როგორც ნეთანიაჰუ ამბობს, ისრაელი მზადაა მიაღწიოს შეთანხმებას დარჩენილი მძევლების გათავისუფლებისა და ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

„მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებებს შუამავლებთან შეთანხმების მისაღწევად, „ჰამასი“ აგრძელებს მტკიცე უარის თქმას ნებისმიერ შეთავაზებაზე. უარესიც, სწორედ, მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, „ჰამასმა“ მოკლა ექვსი მძევალი. მას, ვინც მძევლებს კლავს, შეთანხმება არ სურს. მიუხედავად ამისა, ისრაელის მთავრობა ვალდებულია, და პირადად მე ვალდებული ვარ, გააგრძელოს შეთანხმების მიღწევის მცდელობა, რომელიც დააბრუნებს ჩვენს ყველა მძევალს და უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებასა და არსებობას“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელელმა სამხედროებმა “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული ექვსი მძევლის ცხედარი ღაზას სამხრეთით, რაფაჰში მდებარე გვირაბში აღმოაჩინეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში