გიგა ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში პარიზის პარალიმპიადის ჩემპიონია

01 სექტემბერი 2024, 14:20 441 ნახვა

გიგა ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში პარიზის პარალიმპიადის ჩემპიონია.

ქართველმა პარაათლეტმა 9.66 მეტრი დააფიქსირა და ოქროს მედალთან ერთად, მსოფლიო და პარალიმპური რეკორდი დაამყარა.

გიგა ისტორიაში მეორე ქართველია, რომელმაც პარალიმპიადაზე ოქროს მედალი აიღო. ამ დროსთვის, ქართულ პარალიმპურ დელეგაციას 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში