გიგა ოჩხიკიძეს პარალიმპიადაზე ოქროს მედალი დაუბრუნეს

01 სექტემბერი 2024, 18:49 402 ნახვა

პარიზის პარალიმპიადაზე გიგა ოჩხიკიძეს ოქროს მედალი დაუბრუნეს.

ქართველმა სპორტსმენმა ბირთვის კვრაში მოახერხა პირველობა და მსოფლიო რეკორდის დამყარება, მაგრამ შემდეგ, მაროკოსა და პოლონეთის დელეგაციების პროტესტის გამო, გიგას შედეგი გააუქმეს, როგორც ითქვა, ბირთვის არასწორად სროლისთვის.

თუმცა, ეს გადაწყვეტილება საქართველოს დელეგაციამ გააპროტესტა და შედეგსაც მიაღწია.

ახლა ჩემპიონად ოფიციალურ საიტზე, ისევ, ოჩხიკიძეა გამოცხადებული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში