ირაკლი კობახიძე სომხეთის თავდაცვის მინისტრს, სურენ პაპიკიანს შეხვდა

02 სექტემბერი 2024, 12:25 278 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, სურენ პაპიკიანს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.

საქართველოს მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია კარგ საფუძველს ქმნის სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსა და სომხეთის პარტნიორობის გასაღრმავებლად.

საუბარი შეეხო მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში