ფესტივალი „არგანი“ 

02 სექტემბერი 2024, 10:04 347 ნახვა

ზღვისპირა ქალაქი კიდევ ერთ ფესტივალს მასპინძლობს. მესამე დღეა ბათუმის ცენტრალურ პარკში ფესტივალი „არგანი„ მიმდინარეობს.

ღონისძიების ფარგლებში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.  პარალელურად მეწარმეებს წარმოდგენილი აქვთ თაფლი და ღვინო.

ფესტივალი 9 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ხოლო ღონისძიების მუსიკალური ნაწილი 20 საათიდან იწყება და 23 საათამდე გრძელდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში