ბათუმის „დინამოს“ მოუგებელი სერია გრძელდება

02 სექტემბერი 2024, 09:08 369 ნახვა

ეროვნული ლიგის 23-ე ტურში „ბათუმი არენაზე“ ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა. ანგარიში ბათუმელებმა უერდი მარას გოლით გახსნეს.

ქუთაისელებმა წონასწორობა მატჩის მიწურულს აღადგინეს. 84-ე წუთზე ვარლეის დარტყმა ბათუმელთა მეკარემ როინ კვასხვაძემ ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ბიორნ იონსენმა ამ შანსით ისარგებლა და მიმდინარე სეზონში მე-13 გოლი გაიტანა.

ამ დროისთვის ბათუმის „დინამო“ სატურნირო ცხრილში 35 ქულით მეოთხე პოზიციაზეა. ჩემპიონატს კი 47 ქულით გორის „დილა ლიდერობს.

42-42 ქულით მეორე-მესამე ადგილებზე „ტორპედო“ და „იბერია 1999“ არიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში