ბათუმელი მოჭადრაკეების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

02 სექტემბერი 2024, 10:04 435 ნახვა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ჩატარდა 8-18 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, სადაც წარმატებით იასპარეზეს ჩვენმა გოგონებმა. საქართველოს მონაგარში ოთხი საპრიზო ადგილია, მათ შორის კი სამი აჭარის წარმომადგენლების მიერ არის მოპოვებული.

14 წლამდე გოგონათა შორის, მარიამ კალანდაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ამავე ასაკში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა კესარია მგელაძემ.

16 წლამდე გოგონათა შორის მარიამ ცეცხლაძემ I-VI ადგილები გაიყო და დამატებითი მაჩვენებლებით მეოთხე ადგილი დაიკავა. 8 წლამდე გოგონათა შორის, ვერცხლის მედალი მოიგო ლილე სვანაძემ.

ოთხივე  მოჭადრაკემ მოიპოვა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური, რომელიც 2025 წელს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში